суббота, 13 декабря 2008 г.


ძველად საბერძნეთსა და რომში ბევრი ლეგენდა არსებობდა ადამიანების მცენარეებად გადაქცევის შესახებ.აი ერთ-ერთი მათგანი: ლამაზმა ჭაბუკმა ნარცისმა წყალში თავისი გამოსახულება დაინახა.იგი საკუთარმა სილამაზემ დაატყვევა და სამუდამოდ დარჩა ნაკადულის პირას თავდახრილი ყვავილიც თითქოს დაბლა იყურებაქ და თავის თავზე შეყვარებულ ჭაბუკს მოგვაგონებს. ამ მცენარის ბოტანიკური სახელწოდებაა „ნარცისუს პოეტიკუს“ რაც ქართულად პოეტურ ნარცისს ნიშნავს.ბევრი მას პოეტურ ნარცისად თვლის.

ნ ა რ ც ი ს ი

ოჯახი ამარილისებრნი,ანუ ნარგიზისებრნი ( Amaryllidaceae) ვეგეტაციური ორგანოების,ყვავილების და ნაყოფების აგებულებით ამარილისებრნი ძალიან ახლო დგანან
შროშანისებრებთან და მათგან მხოლოდ ქვედა ნასკვით განსხვავდებიან ,გარდამავალი ფორმები გვხვდება შრო ანისებრთა ოჯახის ზოგიერთწარმომადგენელს შორის,რომლებსაც შუა ნასკვი აქვთ.ოჯახში 80-ზე მეტი გვარი და დაქახლოებით 1000-მდე სახეობაა,რომლებიც უმთავრესად
ხმელთაშუა ზღვეთის ,სამხრეთ აფრიკის,ცენტრალური ამერიკის და ავსტრალიის თბილ და მშრალ ადგილებში ცხოვრობენ.პრაქტიკულად მნიშვნელოვანი არიან დეკორატიული თვალსაზრისით და მხოლოდ ამერიკული აგავები არიან როგორც სართავი მცენარეები.
ნარცისი არის ერთგვაროვანი მცენარის ჯიში ამარილისებრთა ოჯახიდან. ეს მცენარე შეკრულია მკვრივი ბოლქვებით და ლენტისებრი სხვადასხვა სიგანის ფოთლებით.ერთი ან რამოდენიმე ყვავილი ზის უფოთლო ღეროს ზემოთ.მილისებრი ძაბრისმსგავსი ფურცლოვანი ყვავილსაფარი, გადასული ზემოდა ჰორიზონტალური მიმართულებით ან გადაზნექილი ქვემოთ ნაკეცით, შედგება 6 ტოლი ნაწილისაგან.გვირგვინის ყელში ზარის ფორმისაა ან მეტად ან ნაკლებად წააგავს ღრმა ლამბაქს,მთლიანია ან თათისებრია.მისი 6მტვრიანა მიმაგრებულია 2 რიგად მილის ზემოთ; ნასკვი ქვედაა ,სამწახნაგიანია , თესლკვირტები სხედან რამოდენიმე რიგად თითოეულ ბუდეში და მიმაგრებულია შიდა კუთხეებში.ღერო ძაბრისებრია,დინგი ბლაგვია,ხოლო ნაყოფი სამბუდიანი კოლოფი,რომელიც სკდება ღარებში სამ ნაწილად.თესლი რამოდენიმეა ან მრავალი. ნარცისი განსაკუთრებით არის გავრცელებულუ შუა აზიის ქვეყნებში,
ემეტესად დასავლეთით ერთი სახეობა აღწევს აზიამდე,იაპონიამდე და ჩინეთამდე;რამოდენიმე მშვენიერი სახეობა ჩვენშიც ქმნის გაზაფხულის სახეს და ალამაზებს ჩვენს ბაღებს,იყენებენ ზამთარში ოთახებისათვის;მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებულია: 1. ტაცეტი ( N.Tazetta L)
ველურად გაზრდილი სამხრეთევროპაში. ყურადღებას იქცევს იმით, რომ მისი ყვავილები შეკრებილია უფოთლო ღეროს ზემოთ,რომლის სიგრძე 30-40 სმ-ია.8-დან 10 ქოლგით,პატარა ძაბრისებრი გვირგვინით,ისეთივე შეფერილობის და არომატული.მისი კულტურა ვერ ეგუება ჩვენს კლიმატს,გახსნილ სივრცეში,თუმცა კარგად გრძნობს თავს ოთახშიც და ორანჟერეაშიც.
ბოლქვები უნდა ჩაირგოს ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში.
არის კიდევ რამოდენიმე სახესხვაობა,მათ შორის ბუთხუზა . 2. N.Pseudo-Narcissus L. სხვებისაგან განსხვავდება დიდი გვირგვინით,აქვს ერთი ყვითელი ყვავილი,არომატულია, მისი ყვავილსაფარი თეთრია,ამტანია და თანაც ღია ცის ქვეშ კარგად სძლებს.
3. ყვითელი ნარცისი ჟონკილა (Jonqille) 2 ან 3 ყვავილი შეკრულია ღეროს ზემოთ,ოქროსფერი ყვითელი გვირგვინი ლამბაქისებრია და პატარა. 4. ჩვეულებრივი ნარცისი (N. poeticus L) ერთყვავილიანი,იშვიათად წყვილი ყვავილი აქვს,არომატულია, ყვავილის ფერი მთლად თეთრია
მისი გვირგვინი ლამბაქს ჰგავს მოყვითალო წითელი ნაწიბურებით ან მათ გარეშე.იგი არაჩვეულებრივად იზრდება ღია ცის ქვეშ ,ველორად იზრდება შუა რუსეთში.ბოლქვებს რგავენ შემოდგომით ,სექტემბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე.სხვა დროს დარგული ნარცისი არ ხარობს. 5. თეთრყვავილა (Galanthus) ადრეგაზაფხულის მცენარეა ერთი თეთრი თავჩაქინდრული ყვავილით .მისი უმრავლესობა კავკასიის ტყეებშია გავრცელებული.ხშირად დეკორატიული მიზნით ამრავლებენ G.nivalis,G.plikarus და სხვა. ნარგიზს (narcissus)ყვავილსაფრის მილის ხახაში აქვს დამახასიათებელი ,ე.წ.თანაგვირგვინი.ზოგი მორფოლოგის აზრით ,ის წარმოადგენს მტვრიანების შეზრდილ გვერდით გამონაზარდებს ხოლო სხვები მას განიხილავენ როგორც ყვავილსაფრის გამონაზარდს.კავკასიაში ველურად მხოლოდ ორი სახეობა იზრდება (სულ ნარგიზების 40-მდე სახეობა გვხვდება კავკასიაში,უმთავრესად კი ხმელთაშუა ზღვის დასავლეთით.ბაღებში ხშირად მოჰყავთ თოვლივით თეთრი სამხრეთევროპული N. poeticus-ის მრავალი ჯიში და ხმელთაშუა ზღვიურ-კავკასიური ყვითელი N. Pseudonarcissus, რომელსაც ძალიან დიდი თანაგვირგვინი უვითარდება,ხოლომ სამხრეთში ---ბაღებშიც მოჰყავთ ტროპიკული და სუბტროპიკული კრინუმები(Crinum) ,ცენტრალურ-ამერიკული ტუბეროზები (Poliyanthes tuberosa) .ნარცისი საერთოდ ყველენეირ მიწას ეგუება.მათ ამრავლებენ ახალგაზრდა ბოლქვების გაყოფით ძველი ბოლქვებისაგან ყოველწლიურად.თუმცა ბოლქვების გაყოფა 4 წელიწადში ერთხელაც შეიძლება.ნარცისის თესლით გამრავლება ძალიან ძნელია,რადგან ისინი ძალიან ძნელად ხარობენ,ზოგჯერ 2-3 წელი სჭირდება ხარებას,შემდეგ აყვავებამდე მოგვიხდება ცდა, ვიდრე მცენარე არ მოიმაგრებს ფესვებს,რასაც ცჭირდება 5-დან 12 წლამდე- სახეობის მიხედვით.
დასახელებულის გარდა მებაღეობაში არის კიდევ სხვა მრავალი სახეობა,რომლებიც ნაკლებად არის გავრცელებული.